სსიპ ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N32 საჯარო
სკოლა
კლასი: მე-6 ა
მასწავლებელი: ნინო
ბუაჩიძე
პროექტი „იგავების წიგნი“
პროექტის მიზანია მოსწავლეებში დამოუკიდებელი აზროვნების,
შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. დაწყ.(II) 1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
მიმართულება: წერა
ქართ.დაწყ. (II)10. მოსწავლემ
უნდა შეძლოს სტანდარტით გათვალისწინებული მცირე ზომის ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
ქართ.დაწყ.(II) 11. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ- სინტაქსური ელემენტების სათანადოდ
გამოყენება და ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დაცვა.
საგანი: სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნება
მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია.
ს.გ.დაწყ.(II)4. მოსწავლემ
უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება
შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად.
პროექტის შეფასების
კრიტერიუმები
იგავის შინაარსის ორიგინალობა |
შინაარსი
ორიგინალური და საინტერესოა; შინაარსი ნაწილობრივ ორიგინალური და საინტერესოა; შინაარსი არ არის ორიგინალური და საინტერესო. |
2 ქულა 1 ქულა 0 ქულა |
ჟანრის მახასიათებლების დაცვა(ალეგორია) |
ტექსტში ჩანს ალეგორია; ტექსტში ნაწილობრივ ჩანს ალეგორია; ტექსტში არ ჩანს ალეგორია. |
2 ქულა 1 ქულა 0 ქულა |
ტექსტის ენობრივი დახვეწილობა |
დაცულია სალიტერატურო ენის ნორმები; ნაწილობრივ დაცულია სალიტერატურო ენის ნორმები. გვხვდება
სტილისტური ხარვეზები; ტექსტში დაშვებულია სტილისტური და გრამატიკული შეცდომები. |
2 ქულა 1 ქულა 0 ქულა |
წიგნის ვიზუალური მხარე |
წიგნი ვიზუალურად მიმზიდველი და დახვეწილია; წიგნი ვიზუალურად ლამაზია, თუმცა გვხვდება ხარვეზები. წიგნი ვიზუალურად არ არის მიმზიდველი. |
2 ქულა 1 ქულა 0 ქულა |
პრეზენტაცია- წარდგენა |
პრეზენტატორი მეტყველებს მკაფიო და დახვეწილი სალიტერატურო
ენით; პრეზენტატორი მეტყველებს მკაფიოდ, მაგრამ უშვებს ენობრივ
შეცდომებს; პრეზენტატორი საუბრობს ქართული სალიტერატურო ნორმებისათვის
შეუფერებელი ლექსიკით. |
2 ქულა 1 ქულა 0 ქულა. |
სსიპ ბესარიონ კივილაძისა
და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის
ნინო ბუაჩიძის პროექტის რეფლექსია
2023 წლის
30 მარტიდან 10 აპრილამდე მოსწავლეთა ინტერესის
გათვალისწინებით მე-6ა კლასში დავგეგმე და განვახორციელე პროექტი „იგავების წიგნი“. პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს
დაეწერათ საკუთარი იგავები ჟანრის მახასიათებლების დაცვით, შეექმნათ და გაეფორმებინათ
ხელნაწერი წიგნები. პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობის, გუნდურობის,
პასუხისმგებლობის , კვლევა- ძიების, თეორიული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში ტრანსფერის
უნარების განვითარებას. გამოიმუშავეს წერის პროცესში ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა
და ხერხების მართებულად გამოყენების უნარები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა გეგმის
მიხედვით განხორციელდა:
1.მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად;
2. განვიხილეთ ანდაზები, რომლებიც გამოადგებოდათ იგავების
დასაწერად;
3.მოსწავლეებმა გაინაწილეს მოვალეობები შესაძლებლობის,
სურვილისა და თავისებურების გათვალისწინებით;
4.შეარჩიეს ანდაზები, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ იგავების შეგონებად;
5.დაიწყეს იგავების წერა.
6.რამდენიმე ჯგუფმა
მოიძია ინფორმაცია ფურცლების დაძველების სხვადასხვა მეთოდებზე;
7. დააძველეს ფურცლები
,დახაზეს, დაწერეს ტექსტი, გააფორმეს და აკინძეს წიგნები.
8.სკოლაში მოვაწყვეთ
პრეზენტაცია, რომელზეც თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი.
ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროექტში.
მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოირგეს მწერლის როლი, გაიაზრეს,რა
ეტაპებს გადიოდა ხელნაწერი წიგნი, სანამ საბოლოო სახეს მიიღებდა. თვითონაც გაიარეს
ეს გზა და საბოლოო პროდუქტის მიღებამ მათში გააღვიძა სიამაყისა და სიხარულის განცდა.
გარდა ამისა, მათ გაეღვიძათ ინტერესი წერის
პროცესის მიმართ, განივითარეს ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად
გამოყენების უნარები სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
პროექტმა მეც გამოცდილება შემძინა, რაც დამეხმარება
საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტების შემდგომ დაგეგმვაში.